კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:42
Advertisement

 

 

დაცხრა ყვავილთა და ფერთა ბატალია,

ახლა ველთაშიგან ქარნი კრიახობენ,

რაღაც... მდიდრობის და ძარცვის ბადალია,

ქალთან სიცოცხლე და ქალთან სიახლოვე.


რა ვქნა, ვერ ვიყავი ბრგე და ახოვანი

და სულ ვაღმერთებდი ამ წვას, ამ იარებს,

ქალი სამლოცველო, მაღალთაღოვანი,

მაინც მლოცველების ერთად გავიარე.


ქალთან ვერ ვიგლოვე ჩემი მარტოობა,

ქალთან ვერ გავძეხი ჩემი მარტოობით,

მუდამ შორეული ვნება მპატრონობდა,

მუდამ შორეულის სურვილს ვპატრონობდი.


ვიცი, უღმერთობა ღმერთსაც უხარია,

მაგრამ ამნაირი? მაგრამ ამოდენი?

ისე შეშლილია ჩემი მწუხარება

ეჭვის ტყეებიდან ვის არ გამოდენის.


ღმერთო დიდებულო მოვედ აღსარებად,

ამ ბრმა აგონიით ალბათ განგებ მცდიდი,

ისე ძვირფასია ჩემი გამწარება,

არცერთ სიხარულში რომ არ გაგიცვლიდი.


დაცხრა ყვავილთა და ფერთა ბატალია,

ახლა ველთაშიგან ქარნი კრიახობენ,

რაღაც... მდიდრობის და ძარცვის ბადალია,

ქალთან სიცოცხლე და ქალთან სიახლოვე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ გორგილაძე  • • •   ზურაბ გორგილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen