კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:51
Advertisement

 

 

 

ტკბილი მოგონებები,

ჭიაკოკონებად...

სოფლის გოგონების

თვალთა ელვარება...

სიტყვა გადაკრული...

გული დაზაფრული...

ბაგე დაშაქრული...

სისხლის მღელვარება.


მძივად დაპნეული,

მძივად გადაყრილი

დგანან თავდახრილი

სოფლის გოგონები.

ტკბილი მოგონება.

ჭიაკოკონებად

შუკის ორღობესთან

დგანან ორ-ორები.


ღამე დაილია...

მთვარეც დაილია...

წყვილად გაივლიან,

როგორც მოლანდება.

ასე სიარული...

სიტყვა სიყვარული

უცხო სიხარულით

ენას მოადგება.


ერთის გაორება...

ცრემლის დაგორება...

ტკბილი განშორება

ჭიშკრის ალაგიდან.

მერე მოგონება,

ჭიაკოკონებად,

ლექსი, ჩამოსული

სოფლად ქალაქიდან.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ დუმბაძე  • • •   ნოდარ დუმბაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen