კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:42
Advertisement

 

 

 

გახსოვს, ალუბალო?

არ გახსოვს? მაშინ

მე და შენ ვიყავით გართული ფიქრით,

ის გაზაფხულივით მოვიდა ბაღში

პატარა ქოლგით და პატარა წიგნით.

ცა იყო საოცრად მშვიდი და ღრმა,

მისი თვალები ბაძავდნენ ზეცას,

მხრებზე ეყარა გაშლილი თმა

და აპრილივით ლამაზად ეცვა.

არ გახსოვს?

გაიხსენე,

კარგად გაიხსენე,

მაშინ შენ ჰგავდი სულ ახლად მოთოვილს.

მოვიდა,

ღიმილით ბაგე გაიხსნა

და წიგნით წაიღო შენი ფოთოლი.

ჰოდა, იმ გოგონას,

იმ ლამაზ ცირას

მინდა ორიოდე სიტყვა დავუბარო...

იქნება მოვიდეს შენთან და, იცი რა?...

- გადასცემ, ალუბალო?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ დუმბაძე  • • •   ნოდარ დუმბაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen