კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:16
Advertisement

 

 

 

თქვენს სახელზე შევიძინე იადონი,

და სახოტბოს ვასწავლიდი ლექსებს,

მერე როგორც მგალობელი პრიმადონა,

თქვენ მოგართვით დაბადების დღეზე.


და გალობდა და კვდებოდა იადონი,

როგორც გული შეყვარებულ მგოსნის:

ო, ძვირფასო... ო, ქალღმერთო... ო, მადონა...

ვკოცნი მე თქვენს ნაფეხურებს... ვკოცნი...


თქვენ კი ბრძენი თუთიყუში გამოგზავნეთ

და მარტოსულს დამიყენეთ მდგმურად.

ისიც მიხსნის წუთისოფლის გამოცანებს

და ქირქილით გადმომძახის: დურრრაკ!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen