კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 01:18
Advertisement

 

 

 

წინათ რა იყო, ეს მე არ ვიცი,

მე იმას ვამბობ, რასაც დღეს ვხედავ.

ქართული კაბა როდის ჩაიცვი -

ბავშვო, მიჯნურო, დაო და დედავ!


უბერებელო! რა ხარ? ვინა ხარ?

შენზე არ ითქმის: “დროსგან ნამუსრო!”

შენს კაბის შრიალს გულში ვინახავ,

თავდახურულო ხალხის ნამუსო!


ლაპარაკობენ თვით შენი ძვლები,

როცა სცენაზე გწვავს სიხალისე.

ათიათასჯერ გარდაიცვლები,

ათიათასჯერ ცოცხლდები ისევ.


სიტყვის თავთუხო! ლექსების წყობავ!

ქართული სცენის სულო და გულო,

ერთი სიცოცხლე შენ არ გეყოფა,

შენ, რამდენჯერმე დაბადებულო!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen