კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 23:24
Advertisement

 

 

 

ვერ აგაცილე დაღლა -

გბანდი, ცრემლებით გრწყავდი.

ვერ აგიყვანე მაღლა,

ვერ აგამაღლე ცამდის.


სტირი,

უჩემოდ სტირი,

ნანობ, უჩემოდ ნანობ,

ვერ გიმკურნალე ტკივილს

ჩემი ტკივილის გამო.


მე გაგიხუნე ფერი,

ცრემლი გიქციე წყაროდ,

ვერ შეგაშველე ხელი -

ვერ გაგიფრთხილდი ქალო.


ისევ გარიდებ თვალებს,

წარბებს ქვემოდან გიმზერ,

ვერ დაგისვენე მთვარე

მკერდთან შებნეულ ღილზე.


ტვირთად გიქციე წლები,

ჩასცქერ ჩაღვენთილ სანთელს,

ვერ გავუმაგრე ფრთები

შენ რომ მიზრდიდი - მართვეს,


ვწუხვარ, ვეღარა გშველი,

არც სურვილი მაქვს ამის.

ვდგავარ ნისლიან ველის

და გასაყართან ღამის.


გასვლა შენგანაც მინდა,

გავალ ღრუბლების ზემოთ,

მზე მე გიქციე ბინდად,

მე დაგაღამე ჩემო.


ვერ აგარიდე დაღლა,

გბანდი - ცრემლებით გრწყავდი.

ვერ აგიყვანე მაღლა,

ვერ აგამაღლე ცამდის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen