კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:43
Advertisement

 

 

 

ლალ-ზურმუხტი, ფირუზი ხარ,

ქვეყანას თვალად უზიხარ,

ედემის თაფლის ბუზი ხარ,

ლამაზებში ჯვრის ტუზი ხარ.

მთელი სამყაროს ფასი ხარ,

სხივით პლანეტა, მარსი ხარ,

ბულბულისთვის მაისი ხარ,

თუ არ ჩემი - მაშ, ვისი ხარ?

შენთვის ვგალობ, მიცან ხმაზე,

აღარა ვარ კაცი ჭკვაზე,

მარტო შენ ხარ მიწა-ცაზე,

მოჩვენება პლანეტაზე.

ჩემო ხატო, ჩემო ღმერთო,

შენს სურათზე სანთლად ვენთო,

გთხოვ წყალობა გაიმეტო,

ლამაზების პრეზიდენტო.

სანამ შენ სახესა ვმზერდე,

სულ იცოცხლე, არ დაბერდე,

მუდამ შენს ქებასა ვწერდე,

ეთიმ გურჯი შენთვის ვმღერდე.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen