კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 21:17
Advertisement

 

 

 

ეს გაზაფხულიც მოვიდა ისე,

როგორც მოსულა დიდი ხნის წინათ,

სარკმელთან დგას და ბავშვივით მისმენს,

გაკვირვებული ფერადი წვიმა.


მე კი დილიდან დავეძებ სიტყვას,

რომელიც არვის არ უთქვამს შენთვის

და რომ იპოვოს ვინმემ და გითხრას,

ჩემსავით მაინც ვერავინ გეტყვის.


მე მინდა მივწვდე მიზეზთა მიზეზს,

რომელსაც წვიმის ხმაურში სძინავს,

სარკმელთან დგას და შენსავით მისმენს,

გაკვირვებული ფერადი წვიმა.


სხვებს ასველებს და სველდება თვითონ, 

სახლებში ხარბი თვალივით შერბის...

მე კი დღისითაც იმაზე ვფიქრობ,

რაზედაც ღამით ფიქრობენ სხვები.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen