კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:45
Advertisement

 

 

 

მწვანე ხავერდი, ვერცხლის ბეწვი და ხატაური

ჭრელ ხალიჩაზე ჩაჰკვდომია სპარსეთის რაშებს…

დათენთილ ბრჭყალებს ამახვილებს და ათამაშებს

ამართულ ყურთა ესმის უცხო ქვეყნის ხმაური.

ცხელი საღამო, ქვიშის სრბოლა, აურზაური

აუტეხნია შუაღამით წყეულ ზარნაშებს,

ო, რა უხდება, ამპარტავან, აშლილ ულვაშებს

მისი სვლა ასე მომხიბლავი და უცნაური.

მწუხრის საატზე სფინქსის სახე გააცხოველებს

ღამის წიაღში ის კითხულობს ღამის ნოველებს

და განუწყვეტლივ აპრუტუნებს შორით ნაღარას.

პატარა თითებს კარგად ახსოვთ სპილოსთან ბრძოლა,

რა დროს დაიწყებს ზამთრის სუსხში ბუნება ძრწოლას,

ბუხრის სითბოზე მოიგონებს ყვითელ საქარას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen