კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 მარტი 2026 13:47

 

 

 

შენთვის ვწერ, შენთვის, ლამაზმანო, სულთა მპყრობელო,

სიზმარეული დაგანახო მსურს სამფლობელო.

ენაჭარტალა წარსულის რომ გესმას ჩურჩული,

ააკიაფო შენი სულის ყველა კუნჭული,

შენთვის ვირჯები, არ მჭირდება ქება და ხოტბა 

მე მომავალი გამცემს პასუხს, დაიცა ცოტა...

ღვივის სანთელი და კრეტსაბმელს აქანებს ქარი.

ღამის პეპლების სინათლისკენ მიიწევს ჯარი.

ზიხარ, მუხლებზე გისვენია ჩემი ლექსები,

ფიქრობ მიჯნურზე და ქურდულად ეალერსები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალექსანდრე პუშკინი  • • •   ალექსანდრე პუშკინის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ