კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:47
Advertisement

 

 

 

მყავდა ერთი მეგობარი, ბავშვობიდან შეზრდილი,

ფერმკრთალი და მოწყენილი ყელწაგდებულ გედივით.


ბავშვური და მეოცნებე ჰქონდა ლურჯი თვალები,

მოწამლული ენა ჰქონდა, გული - გადასარევი.


რასაც ვწერდით, ვუკითხავდით... არაფერი მოსწონდა,

მაგრამ მცირე ნაპერწკალიც აანთებდა კოცონად.


არაფერი არ მოსწონდა, ყველაფერი უყვარდა

და რაკი მეტს მოითხოვდა, ვერც ვძრახავდით გულმართალს.


აწვალებდა რაღაც დიდი, რაც გაანდეს წიგნებმა,

რაღაც დიდი საიდუმლო, რაღაც დიდი მიგნება.


ვაი, როგორ მენანება სიჭაბუკე დამქრალი,

დამარხული იმედები, მოუმკელი სამკალი...


იმღერეო, სხვებსა სთხოვდა, იმღერეო თავიდან...

ვაი, თვითონ ამ ქვეყნიდან უსიმღეროდ წავიდა...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen