კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:46
Advertisement

 

 

 

წარმავალია ნათელი,

სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,

ბინდისფერია სოფელი,

უფრო და უფრო ბინდდება,

რა არი ჩვენი სიცოცხლე,

ჩიტივით გაგვიფრინდება,

ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე

ბალახი აბიბინდება.

იმასაც მოკლედ უვლია,

გრძლად ვინც გვეგონა იარა.

შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია,

კაცის გულს - ჯავრის იარა,

მოვა სიკვდილი უჩინო,

ერთ წამში აგყრის იარაღს;

ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით,

სხვას არა წაუღია რა.

 

შენიშვნა: ხალხური ლექსი, რომლის წინა სტიქონები ეკუთვნის ნიკო სამადაშვილს, ბოლო სტრიქონები კი მიხა ხელაშვილს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხა ხელაშვილი  • • •   მიხა ხელაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen