კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:45
Advertisement

 

 

 

მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთიანად გადაიწვა,

იმ წვიმიან ღამეს, ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა.


მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება,

ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე ჩემი, ჩემი ატირება...


მითხარი, რომ ჩემთვის აღარ დაკრეფ ბაღში იასამნის რტოებს,

გეძნელება თქმა, მაგრამ ვიცი, მაინც მალე მიმატოვებ.


მითხარი და წადი, დამიტოვე გულში უსაშველო დარდი,

სხვების დასანახად მე ვიქნები ამაყი და ლაღი...


მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები,

შენით ოცნებას და შენით გადარევას აღარ დავნებდები.


წავალ ისევ მარტო, და დამრჩება მხოლოდ უსაშველო დარდი,

...როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად გავდი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen