კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 00:27

 

 

 

მე აჩრდილებით შენს სახეს ვქმნიდი,

ვქმნიდი და წმინდა ხატების დარად

თითოეულ ბგერას ვზიდავდი ციდან,

რომ მარადიულ მექციე ქალად.

ვეძებდი ფერებს ფერების მიღმა

და გაშენებდი სტრიქონ და სტრიქონ,

ხან გიმზადებდი შეშლილის ნიღაბს,

ხან მზესაც შენთვის ვპარავდი სითბოს.

ხან გიზიდავდი ვარსკვლავთა ციმციმს -

ეფრქვიათ თვალებს ულურჯეს ალად,

მე გქმნიდი ჩემი დაღრუბლულ ცისთვის,

გქმნიდი პოეტის ულურჯეს ქალად.

ძვირფასო, შენზე ფიქრები მტანჯავს,

შენზე დამხობილ ცის თაღებს ვკვნეტავ.

იქნება შეკრთეს ოსტატის მაჯა -

ვერ შექმნას ხატი, ვერ სრულყოს ფრესკა.

ძვირფასო, იქნებ არ ეყოს მყარი,

მაგრამ არ ვნანობ, ხომ მძლავრად მღერის

შენით შექმნილი ჩემი სამყარო.

ხომ გიზიდავდი ვარსკვლავთა ციმციმს,

ეფრქვიათ თვალებს ულურჯეს ალად,

მე გქმნიდი ჩემი დაღრუბლულ ცისთვის,

გქმნიდი პოეტის იისფერ ქალად.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ