კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 22:10
Advertisement

 

 

 

დღეს სხვანაირი მზე იკბინება,

დღეს ახალ ზეცას ეხსნება რიდე,

და როიალის თეთრი კბილები

შეჭმას უპირებს შენს ლამაზ თითებს...


თურმე დახშული მქონია ყური

და გული ჩუმი, ვით კურდღლის სორო,

თურმე, ვითმენდი უამრავ სურვილს

და ვერთობოდი ფიქრებით მხოლოდ.


მაგრამ - გათავდა! ღმერთმა ინება,

რომ მეც ამქვეყნად ჩემს ყანას ვმკიდე...

დღეს სხვანაირი მზე იკბინება,

დღეს ახალ ზეცას ეხსნება რიდე...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen