კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 23:27
Advertisement

 

 

 

გარდავიცვალე, იყო თოვლი და

მიძინებული სუნთქვა ვარდების,

მზე მოდიოდა სადღაც შორიდან,

დაღლილი წელთა მილიარდებით...

მოჰქონდათ კუბო ზამბახისფერი,

არარა ჩანდა მიღმა არეთა,

და დღე ნისლივით სუსტი და თხელი -

გარდამავალი ფერი ღამეთა...

და იდგა ლანდი, - ფერმკრთალი ქალი,

ლანდები ხშირი, ყორნის ბოლოთა,

ცა შრიალებდა, ვით იალქანი,

შრიალებდა და ნიამორობდა.

ზღვის სიმსუბუქით ზეცად ავედი

და დავუტოვე შიში ნაპრალებს,

ქართ ჩამოშალეს კუბოს ხავერდი 

და თოვლიან მთებს გადააფარეს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen