კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:15
Advertisement

 

 

 

მე მგონია, დასაწერი დაიწერა,

დასახატიც დაიხატა თითქოს, -

შენი ელვა ჩემს სხეულში დამიწდება,

შენი შუქი უკვე მსხვერპლად მითხოვს.


ნაგვიანებ თოვლად მოდის გარინდება,

შავი ღამე შავ უფსკრულებს აღებს, -

შენი სიტყვა ხორცში ისრად ჩამიჯდება,

შენი ჰანგი დაცამიწყვეტს ძარღვებს.


აღარც რიდი, აღარც შიშთან შერკინება,

აღარც ტყვია, მაგრამ აღარც ლეში, -

სამწუხაროდ, არაფერი მეტკინება,

სამწუხაროდ აღარავინ შემშლის.


მე მგონია, დასაწერი დაიწერა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen