კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:05
Advertisement

 

 

 

მზე იქით და მთვარე აქეთ, -

ერთმანეთი ვაქიაქეთ.


მერე, არც რას ვაჭარბებ, -

ერთმანეთი დავჭამეთ.


მერე ვიღაც შორიდან

შუამავლად მოვიდა.


აქეთ ჩემი სამარეა,

იქით შენი სამარე...


ერთმანეთთან მოკითხვას

ბალახ-ბულახს ვაბარებთ.


რა მზეა და რა მთვარე, -

ვიწყებთ, რადგან ვამთავრებთ.


დრო ყრანტალებს, ვით ყვავი, -

გახსოვს, ერთად ვიყავით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen