სხეულში სული აყვირდა უცებ,
ქუჩაში გული ითხოვდა შველას,
მაგრამ არავინ ფიქრობდა გულზე,
თავის ტრამვაის ელოდა ყველა.
ჰგავდნენ რელსები დაწყვეტილ ლარებს,
დუმილს კბილებით ეჭირა სითბო, -
ვალიდოლივით ქათქათა მთვარე
იყო ახლო და შორს იყო თითქოს.