თუ დავიხრჩვები ღვინომ დამახრჩოს, ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს..." ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო, ომარ ხაიამ!
მოკვდა, დადუმდა დიდი ხანია.. სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით, ომარ ხაიამ!
ღვინო მოულხენს ყელმოხატულებს... შენი სუნთქვაა ლურჯი ბალახი ფეხს რომ უკოცნის ლამაზ ხათუნებს.
ხეებს შეარხევს ქარი ავყია... ხეებიც სვამენ ღვინოს ფოთლებით და მთვრალ ყვავილებს გულზე გაყრიან..
ფხიზლობს?! ჩურჩულებს, როგორც მისანი.. ვარდთ რომ დათოვეს მიწა ყამირი, ბალღებრ ტიროდა, თურმე, ნიზამი...
ქართულ მარანში დანახანია ყელმოქარგული ლერწმის ტოტებით... და, რა ხანია, ამ სურით სვამენ ღვინოს ლოთები, ომარ ხაიამ!.. |