ისე ვარ,
როგორც მკითხულობ,
ისე,
ისე რა...
უფალმა გადმომხედა და
პირჯვარი გადაიწერა.
როგორც აქ ნებით მოვსულვარ,
ისე ვაპირებ იქ ნებით,
და თუ
შენ კარგად მიკითხავ,
ალბათ
მეც კარგად ვიქნები.
მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა