კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:57
Advertisement

 

 

 

გაჩირაღდნებულ ქალაქში ღამით

ვეებერთელა ჩრდილი აგდია,

დგას სასაფლაოს კარებთან სამი

ჭადარი,

როგორც სამი გადია.


ციდან ეშვება ფარული კიბე

ჩუმად და სწრაფად

მიაქვს ნუგეში,

ჩუმად და სწრაფად

მრავლდება კიბო

ამ აჩქარებულ საუკუნეში.


მაგრამ იშუშებს ხალხი იარას,

უნდა სინათლის გზაზე იაროს,

და სასაფლაოს გვერდით აშენებს

საყვავილეს და

სამშობიაროს. 

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen