კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:59
Advertisement

 

 

 

ბრწყინავს ბავშვის დახატული მზე და

მავთულებზე მეღურები სხედან.

გვიმზერს 

ბავშვის დახატული დედა,

როგორც ბავშვის დახატული დედა.

არ ყეფს 

ბავშვის დახატული ძაღლი,

არც მახვილი არ ამძიმებს მხედარს,

ხოლო 

ბავშვის დახატული სახლის

გვერდით 

ბავშვის დახატული ხე დგას.

მაგრამ 

კადრი გაიელვებს ერთი,

ერთი კადრიც გაიელვებს მკაცრი:

ბავშვის დახატული ბავშვის 

გვერდით

გდია 

კაცის განგმირული კაცი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen