ვარდები არ ჰქონდა - დარდები კი ჰქონდა,
ვილები არ ჰქონდა - ვალები კი ჰქონდა,
შინდისი არ ჰქონდა - სინდისი კი ჰქონდა,
“ნისანი” არ ჰქონდა - მიზანი კი ჰქონდა, -
ამიტომ მწუხარე რაინდი იყო და
ოცნებამ თანდათან გაა-დონ-კიხოტა.