კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:28

 

 

 

ყივჩაღეთ იყო...

ქალი მოვიტაცე.

ცხენზე შემოვიგდე, დედალი ავაზა.

ტანი დაყურსული 

გავშხვართე უნაგირზე,

თეთრი თეძოების ვიხილე გახელება.

ხტოდნენ ატეხილი, ავხორცი მუხლები.

და თვითონ ნადირი გავხდი, მე ნადირი.

კოცნა-კბენა იყო, 

ალერსი-დანა,

მუცელი გაზნექილი

პირით გადავღადრე,

და მარჯვენა ნაპირიდან,

ქალი გაფატრული

ვესროლე მდინარეს.

სიგიჟის წვეთი

ცხენს მოხვდა საფეთქელში,

ცეცხლი წაეკიდა უნალო ფლოქვებში

და თითქო დაკოდილი 

გავარდა ჭენებით.

მე სისხლის ყივილი,

მოღუშულ სივრცეებს,

მათრახათ გადავკარი!

...ეს იყო ყივჩაღეთ,

ვეფხობის თვეში.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გრიგოლ რობაქიძე  • • •   გრიგოლ რობაქიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ