კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 03:01
Advertisement

 

 

 

ცხოვრება ჩვენი, არცთუ მარტივი, 

ჰგავს მატარებლის მსრბოლავ ვაგონებს, 

შენ მეკითხები - „რატომ არ სტირი?“ 

მე ვტირი, მაგრამ შენ ვერ გაგონებ.


თოვს, ამინდია ისეთი კუშტი, 

ყველა დარაბა ერთად მივხურე... 

შენ მეკითხები - „არა გჭირს გულში?“ 

მე კი მჭირს, მაგრამ შენ არ მიყურებ.


ქარი მთებისკენ წაიღებს ნისლებს 

არევ-დარევით, ისე, ნებისად, 

შენ მეკითხები - „გახსოვარ ისევ?“ 

არც არასოდეს დამვიწყებიხარ.


გული ვიღაცამ გადამიყავრა, 

ამ მთებს დარდივით ნისლი უხდება... 

შენ მეკითხები - „ისევ გიყვარვარ?“ 

და მხოლოდ ცრემლი გეპასუხება.


ცხოვრება ჩვენი, არცთუ მარტივი, 

ჰგავს მატარებლის მსრბოლავ ვაგონებს, 

შენ მეკითხები - „რატომ არ სტირი?“ 

მე ვტირი, მაგრამ შენ ვერ გაგონებ.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen