გახსოვს? როგორ არ გახსოვს,
წვიმა, წვიმა, წვიმა...
ნიაღვარი არ გახსოვს
ჩვენი სახლის წინა?
გახსოვს? როგორ არ გახსოვს
ამინდები გიჟი?
წყალში დავტანტალებდი
ფეხშიშველა ბიჭი...