კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 04 ივნისი 2026 04:04

 

 

 

არ მომიწამლო სიცოცხლე, არ მომიკვეთო უცებ, 

მე გაზაფხულის ჩიტივით ვეძებ საკუთარ ბუდეს.


არ განმიკითხო ცოდვილი, არ დამიბრმავო თვალი, 

ისედაც ბრმა ვარ, ბოგანო, ჩონჩხი, გამხდარი ძვალი.


იქ დამრჩა ერთი საფლავი, ერთი ლამაზი ბორცვი,

მივდივარ, მიწას ვასწორებ... სულმოუთქმელად ვკოცნი.


არ მომისწრაფო საწუთრო, არ გამიფანტო მრევლი, 

არ აგერიოს წვიმაში ობლის ხიზანი ცრემლი.


უფლისა ჩვენის სახელით, - მოდი, სიზმარში მნახე,

წითელა ბატონებივით რომ გამინათო სახე.


მებუკედ ვივლი, მეაბჯრედ... გამოგაღვიძო, იქნებ, 

წმინდანის სანთლებს აგინთებ შვიდი არშინის სიგრძეს.


არ შემატოვო ქარიშხალს, არ ამიცურო ნავი, 

მართლა არ მომაკვლევინო ამ გაზაფხულზე თავი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen