კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:45
Advertisement

 

 

 

ჩემი ოცნების ცა მოიქუფრა, -

აქეთ დარჩენის არ მაქვს უფლება

და აგტკივდები, როს წავალ უფრო

და ეს ტკივილი ბევრს შეშურდება.


შეშლილი სული სარკმელს აწყდება, 

ნეტავ, რად ელტვის ღამეს მთვარიანს?! 

კედელს ეხლება ხეთა ლანდები,

ამ კედელს იქით მძაფრი ქარია.


დღეები შენი სულ მუდამ მცდიდა, -

მწვავდნენ, მდევნიდნენ შენი თვალები... 

მე ცისფერ ყვავილს მოგიტან ციდან 

და ისევ ცაში გავიპარები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen