კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:59
Advertisement

 

 

 

დარდი ამ გულზე მოზრდილი,

ახალი არა, ძველია

სიყვარულისთვის სიკვდილი

ზოგჯერ არც ისე ძნელია.


ვინ ნახა სასომიხდილი,

ჭირთ გამძლე ჩემი ერია

მამულისათვის სიკვდილი

ყველაზე მშვენიერია!


ამაო არის ჭიდილი

დროსთან, დრო იგივ ღმერთია!

ცოცხალშიც სუფევს სიკვდილი,

სიკვდილ-სიცოცხლე ერთია!


დავდივარ ღონემიხდილი

და მეჩვენება მყვედრიან

მზის ჩასვლის დარი სიკვდილი

მხოლოდ რჩეულთა ხვედრია!


მზეს გულში ვიკრავ შვილივით,

მზე, მზე ვინ ნახა მომქრალი?!

რა შური? რა სიძულვილი?

რაა, არ ვიცი მომკალით!..


ჟამს ძალა მართავს ფარული,

მასში სასწაულს ელიან

სიცოცხლე უსიყვარულოდ

სიკვდილზე უფრო ძნელია!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen