კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:17
Advertisement

 

 

 

მეორდებიან

ოცნებებიდან

ამონთებული წარმოსახვები.

კვლავ იღვიძებენ ძველი ლტოლვები,

ძველი მიზნები, ძველი ზრახვები.

მეორდებიან

ძველი ფიქრები,

ძველი ფერები, ძველი ნატვრები,

კვლავ ცოცხლდებიან სულში ოდესღაც

ამოტვიფრული ჩანახატები.

მეორდებიან

ძველ ტკივილებში

ჩაბუდებული ძველი წყლულები,

მეორდებიან სასწაულები -

სულში აღძრული სინანულები.

კვლავ მაღლდებიან

ძველ კვარცხლბეკებზე

ვარსკვლავთმრიცხველი ჩემი მოგვები,

მეორდებიან იმ სიყვარულთა

პროლოგები და ეპილოგები.

მეორდებიან

ფრთები და ფრთები,

და გაფრენის და ქროლვის ვნებები,

კვლავ ელვარებენ დავიწყებაში

ჩაძირულ ჟამთა მოგონებები.

მეორდებიან

სპარაზენები

ბნელი, უნდო და უღვთო ეჭვები,

სულში, განცდაში, გრძნობაში, აზრში,

სიცოცხლის გზების ანაბეჭდები.

მეორდებიან

განთიადები,

როგორც გაფრენილ

დროის ზვირთები,

მეორდებიან სადღაც, ოდესღაც

ტანჯვით განვლილი ლაბირინთები.

მეორდებიან კვლავ ამაღლებულ

ცისკენ წასული

თეთრი გედები

და კვლავ ვნებდები, ქროლვის და ლტოლვის

ელვარე ვნებებს ისევ ვნებდები. 


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯანსუღ კორძაია  • • •   ჯანსუღ კორძაიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen