კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:48
Advertisement

 

 

 

ნათელი -

მუდამ,

სჯობნისო

უკუნს,

მაშინ,

ჩვენ,

რატომ,

მივდივართ

უკუ?!


ერთს -

მილიონი

არ ჰყოფნის, -

სრული

ათასს -

შიმშილით

ამოსდის

სული...


მტერს ვანდობთ

საქმეს -

ისრის და

მშვილდის,

მასხარად, -

ცირკის,

ვუყურებთ

სინდისს...


ღირსება -

ღმერთად,

ღირსეულს

უღირს,

ღირსება -

ღინღლად

არ უღირს

უღირსს...


მოვიდა ქვეყნად -

რაისთვის?!.

და რად?!.

თავი -

ღმერთების

რომ მოაქვს

დარად?!.


ბრძენს -

მიწყივ

ქვეყნის

აწუხებს ვალი,

თაღლითს -

ტახტისკენ

უჭირავს თვალი...


ჩალიჩობს -

ჩარჩი, -

ჩანჩურა ორდე,

უღირსი

იღებს

ღირსების

ორდენს...


მქუხარე სევდის

დავაშროთ

ზღვა რით?

თეთრის და

შავის

არ არის

ზღვარი...


ბულბულზე

უკეთ

გალობსო

ყვავი

უსამართლობა

ვარდივით

ჰყვავის...


ხომ აქვს

საზღვარი –

მტკვარსა და

არაგვს? –

უსინდისობას

საზღვარი

არ აქვს!!!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ფარნაოზ რაინაული  • • •   ფარნაოზ რაინაულის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen