ჩაიარა სიყმაწვილემ -
თეთრი კაბის ფრიალმა,
გამხელილმა, დაფარულმა,
ნაადრევმა, გვიანმა,
მოწონებამ, დაწუნებამ,
სარკეებთან ტრიალმა,
სიხარულმა,
სინანულმა,
ორივ ფერის იამა,
ჩაიარა სიყვარულმა -
თეთრი გოგოს ზიარმა.