კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 21:13
Advertisement

 

 

 

ერთ სოფელში

ერთხელ ერთი

ბერიკაცი ცხოვრობდა,

ერთხელ ერთი ბერიკაცი

ცოლმა გააბოროტა.

ერთი მაგრად გამოთვრა და სათქმელს ჩაჰყვა ბოლომდე:

- რატომ,

რატომ,

რატომ,

რატომ,

რატომ გამაბოროტე?..

ცოლმა უთხრა:

- კარგი ერთი, ვეღარა გცნობ ბოლო დროს,

ერთმა სიტყვამ

ასე როგორ

უნდა გაგაბოროტოს?!

არ დამშვიდდა ბერიკაცი,

კაფა გაუკაფავი,

ერთი სიტყვით,

ერთ სოფელში

ატყდა ერთი ამბავი.

მერე უცებ გაიბუტა ბერიკაცი ღრენია

და ოჯახში ორი ღერი სიტყვაც არ დასცდენია.

მიატოვა სამი შვილი და ოთხივე ბადიში,

ორღობეში გაეხირა,

როგორც თევზი ბადეში.

ხუთი ვერსი გაიარა,

გზაზე გიჟად მონათლეს,

ექვსი ოქრო უწყალობა გაუქმებულ მონასტერს.

მეშვიდე დღეს გამოვიდა მყუდრო სალოცავიდან,

რვა სანთელი წაიღო და

ცხრა მთას იქით წავიდა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen