კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 02:25
Advertisement

 

 

 

იქნება - მეთქი! გაგრძელება იქნება მალე

სულ ახლო ხანში გაგრძელება უწევს ყველაფერს:

დაუმთავრებელ მოგონებას, შეწყვეტილ ალერსს,

ტანჯვით მიგნებულ ფიქრს, უცოდველ ბავშვის რწმენამდე.


რომ ვერ ამაღლდე, - გაოცებას და აღმაფრენას,

და შთაგონებას და ხორხიდან ამომსკდარ სიცილს,

და დაეჭვებას, და სინანულს, და ნაადრევად

იმედგადაწყვეტილ მოლოდინსაც ექნება, ვიცი.


ვიცი, ექნება გაგრძელება!.. დადგება ჟამი,

ნატვრისთვალივით გაცხადდება შვილში - მშობელი,

დროის ყამირზე კვალს გაიტანს გუთანი კალმის

და შეცნობილად გადიქცევა შეუცნობელი.


და მიეზღება საკადრისი კეთილს და ბოროტს,

და საკმარისი აღმოჩნდება სტრიქონი მხოლოდ,

ერთი მართალი, გაბედული სტრიქონი მხოლოდ,

რომ გამართლება მოენახოს კაცის ცხოვრებას!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen