კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:04
Advertisement

 

მთარგმნელი: იორამ ქემერტელიძე

 

უნდა ავიკრა ამ ქვეყნიდან გუდა-ნაბადი,

დღეო ნათელო, ბნელით სავსევ, აბა, ნახვამდის!

შორს, ცხრა მთას იქით უნდა დავდგა სადმე კარავი,

რომ არა ვნახო კაციშვილი მეტად არავინ.

მწვანე ბალახზე წამოვწვები ჩემთვის გულაღმა

და თვალს მივაყოლ-მოვაყოლებ ღრუბლის ხეტიალს,

ჩიტების ჭიკჭიკს და გალობას მივაყურადებ,

წყაროთა ლიკლიკს, სიმღერით რომ ერთურთს ერთვიან.

დავტკბები ხოლმე მზის ამოსვლის და ჩასვლის ცქერით,

ვიდრე ჩემი მზის ჩასვენების დადგება ჯერიც...

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   შანდორ პეტეფის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen