კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 23:23
Advertisement

 

 

 

გული ნაღვლიან ფიქრებს შეება

და სათითაოდ ითვლის იარებს...

ახალგაზრდობის ტკბილმა დღეებმა,

როგორც მერცხლებმა, გადაიარეს.


- სიცოცხლე მაინც საყვარელია,

გაზაფხულივით მოაქვს ხალისი...

თუმცა ვინ იცის, იქნებ ელიან

კიდევ ტანჯვები უმწვერვალესი.


მაინც მალამოდ გულზე მედება

ახალი ქვეყნის მზე და ჰაერი...

ეხლა ჩნდებიან სხვა იმედები

და მეც მეძახის გზა სხვანაირი.


თითქოს ცხოვრება ჩემს ბაღში ზრდიდა, -

სულში ირხევა ვარდის ღერები... 

და საუკუნის ატეხილ გრიგალს

ვხვდები ლოცვებით და სიმღერებით.


მივალ ამ გზაზე და რას მიქვიან,

შემოღამება, შიში, ეჭვები...

ვხედავ, აბჟანდებს სწყვეტავს სტიქია

და მეც მოვარდნილ ქარში ვეშვები.


მშვიდობით! სევდის ღრუბელ-ნარევი

თან მიმაქვს გული ნაალერსები,

დეე გრიგალში რეკდეს ზარივით:

ჩემი ბიჭობა, შნო და ლექსები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ილო მოსაშვილი  • • •   ილო მოსაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen