კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 04:25
Advertisement

 

 

 

ჩემს საყვარელ თბილისში,

ქალი ვნახე ლამაზი

და ლურჯ თვალთა თილისმით

გულს აწვდინა ხმა ნაზი.


თუმც შორიდან მომხიბლა,

და სიამე მომფინა,

მაგრამ თურმე ყველა ეს

თვალთმაქცობა ყოფილა.


მასთან ახლოს მივედი -

ტრფობის ცეცხლი მეკიდა,

ხელი ნაზად მოვკიდე, -

ნეტავ არ მომეკიდა.


ვიგრძნე მხოლოდ ფიტულა...

ვერსად ნახო სადარი, -

სიდიადე სულისა

ვძებნე, მაგრამ სად არის!


ჩააცვი და ატარე,

ეფერე და აცინე,

თუ ოჯახი უხსენე: -

"ოჯახისთვის გამწირე!?"


სიყვარულის ბადე კი

რა ლამაზად დაქარგა,

მაგრამ ტრფობამ ლამაზი

შინაარსი დაკარგა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen