მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
|
ამ ლამაზმა შირაზელმა თუ განკურნა ჩემი დარდი, მზად ვარ, იმის ხალში მივცე ბუხარა და სამარყანდი.
სამოთხეში არ იქნება მუსალა და რუქნაბადი.
იტაცებენ კეკლუცები, რომ აიკლეს ქუჩაბანდი.
მითხარ, განა ფერ-უმარილს საჭიროებს ნორჩი ვარდი?
რომ ზელიხას აეხდება უბიწობის ფარდის ბანდი.
ახალგაზრდებს, ხამს, ესმოდეთ ამ ცხოვრების ყველა ფანდი.
თვით ბრძენმაც კი ვერ გაკაფოს ეს ხლართი და ეკალ-ბარდი.
ლალის ბაგით თქმული რისხვაც საამოა, როგორც ყანდი.
ძვირფას ლექსთა მარგალიტი აკინძე და აღაღანდი. |
