კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:55
Advertisement

 

მთარგმნელი: ლია გვენეტაძე

 

როს ღვინის თასი იელვარებს სატრფოს თლილ ხელში,

კერპები წამსვე იმსხვრევიან ზათქსა და თქეშში.


ვისაც უნახავს მზერა მისი - გამჭოლი თვალთა,

წამს გაიფიქრებს - მუჰთასიბი უგონოდ დათვრა.


თევზი ვარ წყალში, მომლოდინე სატრფოს ანკესის,

კაუჭს ვეგები, მაგრამ სული მაინც არ კვნესის.


ვარ დამხობილი მე მის ფერხთქვეშ, საბრალო, ხელი,

იქნებ, დამინდო მომაშველო ეგ შენი ხელი.


ნეტავი იმას, ვინც არ იცის ტრფობის ზამთარი

და ჰაფეზივით, სიყვარულით არის დამთვრალი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen