კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:54
Advertisement

 

მთარგმნელი: ამბაკო ჭელიძე

 

მოიტა ღვინო! რაც კი მომივა, მე ისევ უნდა მან მომირჩინოს,

ღვინით დალეულს თუ რამე სტკივა, წამსვე მორჩება, თუ დალევს ღვინოს.


მხოლოდ ორი რამ გვამხიარულებს, საუბრის დროს და პურის ჭამაში,

მშვენიერ ვაზის ტკბილი ნაყოფი და ლამაზ ქალთა თვალის თამაში.


ყველას შეაცდენს ეს ეშმაკები, მათ თვალებს ვერვინ დაემალება;

მეც მათ მახეში ბევრჯერ გავები, არც არის რამე სხვა საშუალება.


როცა ისინი მომიახლოვდნენ, მე იმათ ცოდვას ვერ გადავურჩი,

ათასი ლოცვით და სინანულით, ვერაფერს გახდა ცხოვრება ურჩი.


სიყვარული ხომ სიცოცხლე არის, ვისაც აქვს კარგი, კეთილი გული,

ვისაც იგი არ გამოუცდია, შეუნდოს ღმერთმა დანაშაული.


მოდის დრო უკვე მასთან შეყრისა და განშორების ჟამიც ნელდება,

შემდეგ ამ ტკბილი ნეტარებისა ტანჯვა გულს აღარ გაუნელდება.


ჰაფეზ! ყველას ნუ გაუზიარებ, რაც საიდუმლო გქონია რამე,

შენ მხოლოდ იმის გულს გაახარებ, ვინც ნახა ქვეყნის ტანჯვა, სიამე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen