კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 01:49
Advertisement

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

ხან საქმით მაქცევს, ხან უსაქმოდ ტრფობის ცარგვალი,

სხეულის ირგვლივ სულს ვაბრუნებ მე, ვით ფარგალი.


მე, ვით მარიხი, რისხვით ვუმზერ ციურ მნათობებს

და ამ რისხვისგან ვეხეტები მე ძილგამკრთალი.


ჰოი სატრფოო, შენ თუ "მე" ხარ, მე "მე" ვით ვიყო?!

ხვაშიადს რად მთხოვ?! ძალგიძს ჩემი სულის თვალთვალი.


ლომი ვიყავ და მსურდა მხოლოდ მიჯნურთა სისხლი,

კაცად ვიშვი და იმ სისხლით ვარ კვლავაც დამთვრალი.


მე - სალმობიერს - შესანდობარს ნურავინ მეტყვის!

რა არს შენდობა?! შებრალებით მიმზერს რა თვალი?


ჰე, შამსე თაბრიზ, ანგელოზო მიმტევებელო,

შენს სიბრმავეზე რაიც თქმულა, არ არს მართალი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯალალ ედ-დინ რუმი  • • •    ჯალალ ედ-დინ რუმის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen