კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 13:07
Advertisement

 

 

 

შენ დამფრთხალი ნუკრი, მე დამდგარი ავაზა,

შენ დამფრთხალი ნიავი, მე დამდგარი ქარი.

საღამოზე მზე ჩავა, საღამოზე ჩავა მზე,

მოვა ფიქრი მწარე, მოვა ფიქრი მწარე.


შენ სიხარულს ეძლევი, როცა მე მეტირება

და შენ წუხილს ეძლევი, როცა მე მიხარია.

მე ვერ შეგედარები, შენ არც გსურს შედარება,

შენ ხომ მზეს ედარები, უკვე დიდი ხანია.


მოდი, ფიქრი მაშორე, მოდი, ფიქრი მაშორე,

მერე თუნდაც დამტოვე, მერე თუნდაც დამტოვე,

ფართო გზა თუ გზა შარა, ფართო გზა თუ გზა შარა

გავიარო მარტომა, გავიარო მარტომა.


ასეთია სურვილი, ასეთია წყურვილი,

ასეთია სიცხეში ცხელი სულის ხურვება.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შოთა ჩანტლაძე  • • •   შოთა ჩანტლაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen