კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 05:19
Advertisement

 

 

 

კვლავ აწკრიალდა ოთახში ზარი,

კვლავ შეიშმუშნენ ძილში ყველანი,

გავაღე კარი, მაგრამ ვერავინ

ვერ დავინახე ჩემს კართან მდგარი.


სამაგიეროდ, დერეფნის ხვრელი

ყრუდ გუგუნებდა, როგორც ღუმელი,

და იდგა სველი მიწის სურნელი:

მკვრივი და მძიმე, მძაფრი და ცხელი.


რაღაცნაირი იყო დუმილიც,

რაღაცნაირად მხდალი და ფრთხილი.

და ნაცრისფერი, უფორმო ჩრდილი

კედელთან ეგდო გაგუდულივით.


მკერდზე ასვლოდა სინათლის ხავსი

და გამომწვევად დუმდა კედელიც,

თვალისთვის ყველა გზის ჩამკეტველი

და გაქვავებულ ჩანჩქერის მსგავსი.


საფეხურების გულცივი რიგიც

მტკიცედ იცავდა დუმილის მიზეზს

და ყველაფერი მოჩანდა ისე,

როგორც ბურუსის თუ შუშის იქით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen