კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:57
Advertisement

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

დიდი კაცი ხარ, ნუ დაჩაგრავ კაცებს პატარას,

ცვალებადია ეს ქვეყანა გახსოვდეს მარად!


ნუ მოგიგრიხავს შენ უძლურის სუსტი მკლავები,

თუ მოძლიერდა, მაშინ ვერსად დაემალები.


პატარა მტერიც არის მტერი გასაგებია?

პატარა ქვებით დიდი მთებიც წარმოდგებიან.


ჭიანჭველებიც თუ შეერთდნენ და თუ იომეს,

საშინელებას დამართებენ მძვინვარე ლომებს.


სუსტია ბეწვი აბრეშუმის, თმაზე პატარა,

მაგრამ დაწნული ერთად არის ჯაჭვზე მაგარი.


ო, ნუ ამოჰკრავ პანღურს ბედკრულ ადამიანებს,

გახსოვდეს, პანღურს ზეცა არც შენ დაგიგვიანებს.


განძის შეძენას მეგობრების გიჯობს შეძენა,

გიჯობს სალარო ცარიელი, ხალხის შეწყენას.


სხვისი დაბორკვის საქმეს, გირჩევ, ნუ მიეცემი,

ის თუ დაეცა, მასთან ერთად შენც დაეცემი! 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - საადი  • • •   საადის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen