მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
მე რომ მქონოდა ათასი გული იმ ათასსავე შენ მოგიძღვნიდი. მოდი დაადგი ამ ქედზე ფეხი, შენი კარიბჭის მტვრად მიმითვალე. შენ რაც არ უნდა გებრძანებინა, მე ყოველივეს აღვასრულებდი, მაგრამ შენ ჩემგან არა გინდა რა, და ეს არის, რომ ასე მაწამებს. შენებრ შევარდენს არ მოუნდება, პატივი დასდოს ჩემს საწყალ ბუდეს. თუ ჩემი ბინა შენ გებნელება, ჩემს ნათელ თვალსი მოგათავსებდი, მე რომ მიხსენონ შენი სახელი, ზე აღმომხდება ეს სული გმინვად. არ არის ღამე, შენი სიშორით მოთქმა რომ ზეცას არ მივაწვდინო რა იქნა ფიცი ჩვენი ტრფობისა, რად დაივიწყე ის, რაც მე მახსოვს?! მე შენი ტრფობის კლიტეს ვერ გავტეხ, სანამ ეს ძვლები არ დამეფშვნება მე შენთან შეყრის იმედს ვერ დავთმობ, სანამ სხეული სულს არ გაჰყრია მე მანჯუნი ვარ ლეილის ფასად დაე, მომთხოვონ მაშრიყ-მაღრიბი. ყველას თავისი დრო აქვს ამქვეყნად, მე კი საადი, ვარ ზედროული. |