კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:05
Advertisement

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

სასიკვდილო წამის მოსვლა შენზე ფიქრის წამით იყოს,

შენს ქუჩაზე მიწად ქცევის იმედით და ჟამით იყოს.


განკითხვის დღე დადგეს ოდეს, გული სულ შენ მოგძახოდეს,

ბაგე შენთვის დაფრქვეული ცრემლითა და ნამით იყოს.


მოვიშორე  გრძნობის კალთა ორთავ ქვეყნის ლამაზ ქალთა,

მე მონა ვარ შენთა თვალთა...  სიტკბოც ტრფობის შხამით იყოს.


საუკუნო ძილსა შინა სატანჯველი მქონდეს ბინა,

შენს დალალებს ვიხსენებდე... შვება მხოლოდ ამით იყოს.


სალოცავი გაქრა ვნება... უჩემობით ვარდი ჭკნება....

თვით ფერიას არ აქვს ნება, შენი მსგავსი რამით იყოს.


განა თრობა მინდა ღვინით ან სამოთხის ხილვის ჟინით?!

ჩემთვის თრობა წუთისოფლად სიყვარულის ჯამით იყოს.


ათასობით გზას თუ ვნახავ, ყველას შენთვის გადავლახავ,

რომ საადის გზა და კვალი  შენკენ დღით თუ ღამით იყოს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - საადი  • • •   საადის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen