კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:53
Advertisement

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

ერთხელ ღრუბელს რომ ჩამოსწყდა საწვიმრად წვეთი პაწია,

ბევრი იგორა და შერცხვა, დიდ ზღვამდე რომ მიაღწია...


თქვა: "ზღვა თუ ასე დიდია, ასეთი ციცქნა მე რა ვარ?!

ის რომ არსებობს, მე მასთან არსებულიც კი ვერა ვარ".


თავის თავს ერთხანს უმზირა ასე სიმდაბლის თვალით და

უცებ სადაფში აღმოჩნდა და იქცა თვალ-მარგალიტად,


მერე კი მისმა განგებამ იქამდე ისე ატარა,

რომ მოხვდა მეფის გვირგვინში ძვირფასი, თუმცა პატარა.


თავმდაბალს ამაღლებისკენ ძალს ჰმატებს გრძნობა სხვაობის...

არარაობა ვინც ნახა, მას ესმის აზრი რაობის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - საადი  • • •   საადის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen