მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
|
მსმენია ერთი ამბავი, ბრძენკაცის თავს რომ ხდებოდა, მას მთვრალი რინდი ანაზდად ქეჩოში ჩასჭიდებოდა...
ის კი არაფერს ამბობდა, კრინტსაც არ სძრავდა ბრაზიანს...
გალანძღე მაინც ეს ურცხვი!... როდემდე უნდა ახარო?!"
და თქვა: "დაწყნარდით! არ ითქმის ჩემთან ასეთი სათქმელი.
ძალუძს თვით ლომსაც შეებას და დააჩნიოს იარა.
რომ ის გალანძღოს, ვისთვისაც ჭკუა ზედმეტი ბარგია;
ბევრი სიავე ნახე და მაინც აკეთე სიკეთე! |

