კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:51
Advertisement

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

ზენაარს ვფიცავ, ეს კაცი ფარული მორიელია,

ცხვრის ქურქში გამოწყობილი ვეფხვი, მგელი თუ გველია.


ის კატასავით კრუტუნებს, თითქოს სიავეს გავიწყებს,

მაგრამ თუ თხოვნით მიმართე, ძაღლივით ღრენას დაგიწყებს.


ასეთები ხომ მეჩეთშიც მხოლოდ სავაჭროდ დადიან,

საკუთარ სახლსაც მარტოდენ სავაჭრო დუქანს ადრიან.


გზის ყაჩაღი თუ ქარავანს ძარცვავს, შორიდან წამომსვლელს,

ამის მსგავსები ღარიბებს ტანიდან ხდიან სამოსელს.


ვით ღვთისმოსავებს შეჰფერის, თეთრ ან შავ სამოს იცვამენ,

სახლში კი ოქროს სიხარბით აგროვებენ და იცავენ.


ხორბალს სთხოვ? - ქერს მოგყიდიან სიხარბით და თვალთმაქცობით,

ღარიბ-ღატაკებს ჩაგრავენ ყოველთვის ბატონკაცობით.


მლოცველთა შორის მოხუცებს ჰგვანან უძლური ხელებით,

მაგრამ თუ ცეკვა დაიწყეს, იქნევენ მათ გახელებით.


მათ ჯდომით არასდროს უთქვამთ მხურვალე ლოცვა-ვედრება,

ის ურჩევნიათ, ცხოვრება როცა ღრეობას ედრება.


მოსეს კვერთხივით ურჩხულად იქცევა ბევრი მათგანი

და ყვითლდებიან, თუ სთხოვე ფული, ნივთი ან საგანი.


არ სწუხან, ცოდნა და სიბრძნე რად არსებობს და რისია,

რწმენით ვაჭრობენ და თვლიან, რომ ესეც საკმარისია. 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - საადი  • • •   საადის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen